ბათუმში, კორონავირუსის შემთხვევის გამო, ერთ-ერთმა კლინიკამ მუშაობა დროებით შეწყვიტა

ბათუმში, კორონავირუსის შემთხვევის გამო, ერთ-ერთმა კლინიკამ  მუშაობა დროებით შეწყვიტა

ბათუმში "ხოზრევანიძის კლინიკამ" მუშაობა დროებით შეწყვიტა. როგორც კლინიკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მუშაობის შეწყვეტის მიზეზი კლინიკაში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევაა, რომელიც თანამშრომელს დაუდასტურდა.

"გეგმური პისიარ ტესტირების დროს, რასაც სავალდებულოდ უტარდება პერსონალს, ადმინისტრაციის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა კოვიდ 19. ამ ეტაპზე ტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული სავალდებულო სადეზინფექციო ღონისძიებები და განმეორებითი პისიარ ტესტირება. შაბათ-კვირას ჩატარდება დეზინფექცია. ორშაბათს ჩვეულებრივ რეჟიმში გაიხსნება კლინიკა. შაბათ-კვირას, ვიდრე არ დასრულდება ყველა კონტაქტირებული პირის პისიარ ტესტირება და დეზინფექცია, სტაციონარი იქნება დახურული", - განაცხადა ხოზრევანიძის კლინიკის კლინიკურმა მენეჯერმა დალილა ცივაძემ.