უხვმა ნალექმა კასპის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

უხვმა ნალექმა კასპის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

უხვმა ნალექმა კასპის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. რამდენიმე ლოკაციაზე დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.

კასპში კი, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ავარიული აივანი ჩამოინგრა და მამაკაცი, რომელიც აღნიშნულ აივანზე იმყოფებოდა, მსუბუქად დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ,,ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 5 გამოძახება დაფიქსირდა, საიდანაც შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების ჩარევა სამ ლოკაციაზე გახდა საჭირო.

ამ ეტაპზე, კვლავ გრძელდება უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები.