კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევიდან 2 „ავერსის" რუსთავის კლინიკის მედპერსონალს დაუდასტურდა

კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევიდან 2 „ავერსის" რუსთავის კლინიკის მედპერსონალს დაუდასტურდა

რუსთავში, „ავერსის" კლინიკათა ქსელის რუსთავის ფილიალში, ინფიცირებულ მედპერსონალთან კონტაქტში მყოფი 65 პირის „პისიარ“ ტესტის პასუხებს ელოდებიან. როგორც „ინტერპრესნიუსთან" საუბარში რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგიაშვილმა განაცხადა, „ავერსის" რუსთავის კლინიკაში, დღეს ორ ექიმს დაუდასტურდა ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი. აღნიშნული 2 შემთხვევა კორონავირუსით ინფიცირების 45 ახალ შემთხვევას შორისაა.

„კორონავირუსის 2 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ორივე „ავერსის" კლინიკის მედპერსონალია. საერთო ჯამში კლინიკაში 15 პირს დაუდასტურდა კორონავირუსი, 2 კი მათთან კონტაქტში მყოფი პირია. მათი კონტაქტების წრე საკმაოდ ვიწროა, კარანტინში 20 პირია გადაყვანილი, 60 კი თვითიზოლაციაში", - განაცხადა დავით ბეგაშვილმა.