სოფელ კაბალში მამაკაცი დაჭრეს

სოფელ კაბალში მამაკაცი დაჭრეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ კაბალში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცი დაჭრეს. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ თანასოფლელებს შორის კონფლიქტის დროს ერთმა მეორეს გულ-მკერდის არეში, ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა.

დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.