საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი - 31 აგვისტოდან დღემდე „ავერსის“ რუსთავის ფილიალში მედპერსონალის ინფიცირების 13 შემთხვევაა

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელის დავით ბეგაშვილის განცხადებით, 31 აგვისტოდან დღემდე „ავერსის“ რუსთავის ფილიალში მედპერსონალის ინფიცირების 13 შემთხვევაა დადასტურებული.
,,ამ დროისთვის მოკვლეულია 60-მდე კონტაქტი და ეპიდემიოლოგები მუშაობას კვლავ აგრძელებენ. 31 აგვისტოდან დღემდე ,,ავერსის“ რუსთავის ფილიალში მედპერსონალის ინფიცირების 13 დადასტურებული შემთხვევაა“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ დავით ბეგაშვილმა.
,,ავერსის“ კლინიკების ქსელის რუსთავის ფილიალი ფუნქციონირებას აგრძელებს. კლინიკაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე დახურვის საჭიროებას ვერ ხედავენ.

























