ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 190 ადამიანს ჩაუტარდა.

2 სექტემბრის მდგომარეობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი სულ 384 ადამიანს გამოუვლინდა, მათგან 183 პაციენტი განიკურნა, 4 კი - გარდაიცვალა.