აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური ჯგუფი „დონას“ თანამშრომლების ინფიცირების წყაროს დადგენას ცდილობს, თუმცა ეს რთული იქნება

აჭარაში ეპიდსიტუაცია საგანგაშო არ არის, თუმცა საყურადღებოა,- ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, ე.წ. დონას კლასტერის ირგვლივ კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს და მათთან კონტაქტში მყოფი 100-მდე პირი საკარანტინო სივრცესა და თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილი.
ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ჯგუფი „დონას“ თანამშრომლების ინფიცირების წყაროს დადგენას ცდილობს, თუმცა ეს რთული იქნება .
რაც შეეხება ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული 46 პაციენტი მკურნალობს, მინისტრი ამბობს, რომ მათი მდგომარეობა სტაბილურია და მსუბუქი მიმდინარეობისაა. ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედ-პერსონალი აღჭურვილია შესაბამისი ინვეტანტარით და საჭიროების შემთხვევაში - კლინიკაში 80 -დან 170-მდე პაციენტის მოთავსება შესაძლებელია. მისივე თქმით, რეგიონში ეპიდსიტუაციის გართულებას არ ელოდებიან.

























