შალვა კერესელიძე საარჩევნო კამპანიას თიანეთში აგრძელებს

შალვა კერესელიძე საარჩევნო კამპანიას თიანეთში აგრძელებს

„ქართული ოცნების“ მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შალვა კერესელიძე საარჩევნო კამპანიას თიანეთში აგრძელებს.

კანდიდატის პრესსამსახურის ინფორმაციით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრა გამართა დაბა სიონის მცხოვრებლებთან. შალვა კერესელიძემ ადგილობრივ მოსახლეობას იმ პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია,რის განხორციელებასაც მისი გუნდი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აპირებს. შალვა კერესელიძე სიონის გარდა ასევე იმყოფებოდა სოფლებში - ყუდრო, ბოჭორმა, ომარაულები და ორხევი. ადგილობრივ მოსახლეობას ძირითადად სასმელი წყლის და ინფრასტრუქტურის პრობლემები აწუხებს.

„სიონი ეს გახლავთ ერთ-ერთი შესანიშნავი ადგილი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი პოტენციალი ტურიზმის განვითარებისთვის და სწორედ აქ ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა ეს იქნება მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჩვენთვის, ეს გვითხრა მოსახლეობამაც, თქვენ ნახეთ რამდენი კაფეები და რესტორნებია სიონში და ამ ადგილს სჭირდება განვითარება, სიონს აქვს ძალინ დიდი ტურისტული პოტენციალი.

რაც შეეხება სოფლებს ყუდროს, ბოჭორმას, ომარაულებს და ორხევს, მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნა არის სასმელი წყალი. წყალი მართლაც რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ჩვენთვის მომავალი წლების ბიუჯეტების ფორმირების დროს“, - განაცხადა კერესელიძემ.