მთიან აჭარას 20-მდე ახალი საოჯახო-სასტუმრო სახლი შეემატა

მთიან აჭარას 20-მდე ახალი საოჯახო-სასტუმრო სახლი შეემატა

მთიან აჭარას 20-მდე ახალი საოჯახო-სასტუმრო სახლი შეემატა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ახალ მარნებსა და საოჯახო-სასტუმრო სახლებს ნიშნულები უკვე დაუდგა. მათი უმრავლესობა მთიან აჭარაში არსებულ ახალ და უკვე არსებულ ტურისტულ მარშრუტებზე მდებარეობს, მათ შორისაა კინტრიშის, მაჭახელას, ქედის, ჭვანის, კაპნისთავისა და ჩირუხის ტურისტული მიმართულებები. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, ჯამში, მთიან აჭარაში 200-მდე საოჯახო-სასტუმრო სახლი მასპინძლობს ტურისტებს.

„ამ ეტაპზე, მოგზაურებს მთიან აჭარაში 15-მდე ტურისტულ ბილიკზე შეუძლიათ მოგზაურობა. ულამაზეს ბუნებაში მდებარე ტურისტული მარშუტები სრულადაა მარკირებული, მომზადებულია მათი ტურისტული რუკები, რაც მთიან აჭარაში მოგზაურობას ამარტივებს. ერთმანეთისგან ხანგრძლივობის, შინაარსისა და სირთულის მიხედვით განსხვავებული მარშრუტები ტურისტების სხვადასხვა კატეგორიაზეა მორგებული. ტურისტული მარშრუტების შესახებ ინფორმაციის მიღება მსურველებს ტურისტული საინფორმაციო ცენტრის ცხელ ხაზზე 577 909093, ასევე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ოფიციალურ პორტალზე შეუძლიათ“, - ნათქვამია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განცხადებაში.