ჭყონდიდელის დასახლებაში მცხოვრებთა პროტესტს „ევროპული საქართველოს“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი, ირმა ნადირაშვილი შეუერთდა

ჭყონდიდელის დასახლებაში მცხოვრები ადამიანების პროტესტს „ევროპული საქართველოს“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი, ირმა ნადირაშვილი შეუერთდა.
ირმა ნადირაშვილის თქმით, საცხოვრებელი ფართები ადამიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მან ადგილობრივ მთავრობას, მოსახლეობის მოთხოვნებზე დროული პასუხისკენ მოუწოდა.
„ჩვენ გვინდოდა, რომ აქ მერიის წარმომადგენელთან გვესაუბრა, თუმცა სამწუხაროდ, წარმომადგენელი არ აღმოჩნდა აქ სამუშაო საათებში. ჩვენ აქ კონკრეტული პრობლემებით ვართ მოსული. ჭყონდიდელის დასახლებაში ხალხს აქვს დაუკანონებელი სახლები, სავალალო მდგომარეობაში და სადენები პირდაპირ გარეთ არის გამოტანილი, ისე, რომ სახიფათოა საერთოდ ცხოვრებისათვის. ამიტომ, ჩვენ კიდევ მოვაკითხავთ მერიის წარმომადგენლებს, რადგან უნდა ვიცოდეთ, თუ როდის დაიწყება ამ სახლების დაკანონება ან გარემონტება, რადგან ადამიანების სიცოცხლე დგას საფრთხეში. ჩვენ ვითხოვთ, რომ კონკრეტული ვადები გვითხრან და აუცილებლად, ამის თაობაზე მოვალთ ამ შენობაშიც და მერიაში,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
ირმა ნადირაშვილის მისვლის შემდეგ, ჭყონდიდელის დასახლებაში მუნიციპალიტეტის თანამშრომლები მივიდნენ. მათ ადგილობრივებს დახმარებას დაპირდნენ.
ინაშვილის კომენტარს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

























