ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია

ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია

ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აწყურთან, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია.

როგორც „ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საფრთხე მოხსნილია.

მათივე ცნობით, ადგილზე მონიტორინგის მიზნით 70- მდე მეხანძრე - მაშველი რჩება. "გათენებისთანავე გაგრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები",- განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.