ხაშურის მუნიციპალიტეტში ბალახსა და ბუჩქნარს ცეცხლი გაუჩნდა

ხანძარია ხაშურის მუნიციპალიტეტში. სოფელ ქემფერთან ახლოს, შერეული ტყის ქვედა ზოლში, ცეცხლი ბალახსა და ბუჩქნარს გაუჩნდა.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ადგილზე, შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს მეხანძრე - მაშველების რამდენიმე ჯგუფი მუშაობს.
„ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია და გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები.

























