ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ კორონავირუსით ბავშვი დაინფიცირდა

ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დე ფაქტო რესპუბლიკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის მარინა კოჩიევას ინფორმაციით, დაინფიცირებული ბავშვია, რომელიც სტაციონარში იმყოფება. მისი ახლობლები კი კარანტინში გადავიდნენ.
დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე კარანტინში სულ 305 ადამიანი იმყოფება.
მაისიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე სულ 90 ადამიანი დაინფიცირდა, 89 განიკურნა.

























