ლევან ვარშალომიძე ბათუმში დაბრუნდა და საკარანტინო სივრცეში იმყოფება

ლევან ვარშალომიძე ბათუმში დაბრუნდა და საკარანტინო სივრცეში იმყოფება

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვარშალომიძე ბათუმში, საკარანტინო სივრცეში არის გადაყვანილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს" „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციაში განუცხადეს, ლევან ვარშალომიძე ბათუმში რამდენიმე წუთის წინ დაბრუნდა და პრევენციის მიზნით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება.

ლევან ვარშალომიძეს სარფის საბაჟოზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დახვდნენ.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ლევან ვარშალომიძე საქართველოს პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად განიხილება. ლევან ვარშალომიძე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული საინვესტიციო საბჭოს მდივანია.

დღეს მან სოციალურ ქსელში სპეციალური ვიდეო მიმართვაც გაავრცელა. როგორც ლევან ვარშალომიძე განცხადებაში ამბობს, ქვეყანაში ეკონომიკური უკუსვლა და სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა უნდა შეწყდეს.

იხილეთ ვიდეო:ლევან ვარშალომიძე ბათუმში დაბრუნდა და საკარანტინო სივრცეში იმყოფება