ქობულეთში, საოჯახო სასტუმროების მეპატრონებმა "ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია გამართეს და რამდენიმე წუთით ცენტრალური გზა გადაკეტეს

ქობულეთში, საოჯახო სასტუმროების მეპატრონებმა "ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია გამართეს და რამდენიმე წუთით ცენტრალური გზა გადაკეტეს

ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მეპატრონებმა "ქართული ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს და პროტესტის ნიშნად რამდენიმე წუთით ცენტრალური გზა გადაკეტეს.

შეკრებილების განცხადებით, პანდემიის დროს დაზარალდნენ, საერთაშორისო ფრენების შეწყვეტამ კი ტურისტული სეზონი ჩააგდო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ბანკში სესხების გაყინვა ან სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება მოხდეს.

აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობას სთხოვენ ბანკებთან შუამდგომლობა გაუწიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.