ფოთში, ათონელის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი იწვის

ფოთში, ათონელის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი იწვის. ხანძრის შედეგად არავინ არ დაშავებულა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი გაუმართავმა ელექტროსადენებმა და მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

























