ანონსი 29 აგვისტო

ანონსი  29 აგვისტო

29 აგვისტოს, 11:00 საათზე, ანჩისხატის ტაძარში წირვის შემდეგ გერმანული კომპანიის დამონტაჟებული სახატე ვიტრინა-კიოტის პრეზენტაცია გაიმართება.

საკონტაქტო : ანჩისხატის მომლოცველთა ჯგუფის ხელმძღვანელი ზაზა ნანობაშვილი - 555 399 923; 558 593 450

29 აგვისტოს, 19:00 საათზე, „ლელო საქართველოსთვის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილის #274-ში პროტესტის ნიშნად „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერს ჩამოხსნის და აღნიშნულ ადგილზე სიმბოლურად ერთიანი საქართველოს რუკის ბანერს დაამაგრებს.

საკონტაქტო: 577624445

29 აგვისტოს, 20:00 საათზე, მმართველი პარტია მოსახლეობას ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, რესან კონცელიძეს და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ტიტე აროშიძეს წარუდგენს.

წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.

საკონტაქტო პირები: მიშა ფეიქრიშვილი - 599 45 05 65; ლელა გაბეჩავა - 599 22 74 41