კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევიდან, ერთი რუსთავის „ცხელების ცენტრში“ დაფიქსირდა

კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევიდან, ერთი რუსთავის „ცხელების ცენტრში“ დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, ერთი რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს „ცხელების ცენტრში“ დაფიქსირდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის „ცხელების ცენტრის“ ინფექციონისტმა, მაია რაზმაძემ განუცხადა, ინფიცირებული თურქეთის მოქალაქე, 60 წლამდე ასაკის მამაკაცი, ტრაილერის მძღოლია. მას „კოვიდ 19“-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონია და ვირუსი გეგმური „პი-სი-არ“ ტესტირების შედეგად დაუდგინდა.

მამაკაცი „ცხელების ცენტრიდან“ მცხეთის კოვიდმიმღებ კლინიკაშია გადაყვანილი.