ბათუმის „დინამო“ ისრაელში, ჰაპოელ ბეერ შევას დაუპირისპირდება

ბათუმის „დინამო“ ისრაელში, ჰაპოელ ბეერ შევას დაუპირისპირდება

უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო ბათუმი ისრაელში, ქალაქ პეტაჰ ტიკვაში ჰაპოელ ბეერ შევას დაუპირისპირდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“აჭარის მთავრობიდან აცნობეს, შეხვედრა 27 აგვისტოს, თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.

მათივე ინფორმაციით, დღეს გუნდი ისრაელში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა გააცილეს.