კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 4 აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 4 აჭარაში გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 4 აჭარაში გამოვლინდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ინფიცირებულებიდან ორი ქობულეთის გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტია, ორი საერთაშორისო გადაზიდვების ავტომანქანის მძღოლია.

მძღოლებიდან ერთი საქართველოს, ხოლო მეორე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, რომელიც მკურნალობის გასაგრძელებლად საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა.

უწყების ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში 608 ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა.