ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სპუტნიკი“ ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ე.წ. ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ამ დროისთვის აფხაზეთში კორონავირუსის სულ 247 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 101 გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსით 3 ადამიანია გარდაცვლილი.

























