აჭარაში 3 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აჭარაში სამი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილებში და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში - ბაკიბაკოსა და ჭერში ლენტური ტიპის სახერხი საამქროები გამოავლინეს. მოქალაქეებს, სახერხი საამქროები, საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი.
„ვინაიდან სამივე სამართალდარღვევა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა," - ნათქვამია ინფორმაციაში.

























