კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან 4 აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან 4 აჭარაში გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან 4 აჭარაში გამოვლინდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამი ინფიცირებული საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, ხოლო ერთი ქობულეთში გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტია.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 30 პაციენტი მკურნალობს.