დმანისის მუნიციპალიტეტი დაისეტყვა

დმანისის მუნიციპალიტეტი დაისეტყვა

დმანისის მუნიციპალიტეტში სეტყვა იყო. როგორც „ინტერპრესნიუსთან" საუბარში დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა განაცხადა, ძლიერი სეტყვა 12 სოფელსა და ქალაქ დმანისში იყო.

დაზიანებულია სასოფლო - სამეურნეო სავარგულები და ხეხილის ბაღები.

მერის განმარტებით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია და სიტუაციის შესწავლას ხვალ დილიდან სპეციალური კომისია დაიწყებს.