რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ლენტეხის სტიქიასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ლენტეხის სტიქიასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ლენტეხის სტიქიასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

მათი ცნობით, წვიმის სახით მოსულმა ნალექმა გარესამყაროს, სოფლები: დურაში, ტვიბი, ესიერი და მუწდი მოწყვიტა.

ოფიციალური ინფორმაციით, წაღებულია საავტომობილო და საფეხმავლო გზები. დაზიანებულია მუწდის ხიდი მდინარე მუხრაზე, დურაშის ხიდი მდინარე ჩოლშურაზე და ესიერის ხიდი მდინარე ჩოლშურზე. სოფელ საყდარში მდინარე ჩოლშურა გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე და გარესამყაროს მოწყვიტა ჩიხარეშის, ჟახუნდერის და ჩოლურის თემები.

სტიქიის ადგილზე შექმნილ ვითარებას, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე და რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მაქარაშვილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დილიდან ეცნობიან.