ბათუმში სასურსათო მაღაზია გაქურდეს

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე სასურსათო მაღაზია გაქურდეს. დილით მისულ მაღაზიის მეპატრონეს კარი დაზიანებული დახვდა. მისი ინფორმაციით, მაღაზიიდან მძარცველებმა თანხა წაიღეს.
შემთხვევის ადგილზე დილიდან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

























