შალვა კერესელიძე დევნილებს შეხვდა

შალვა კერესელიძე დევნილებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ მცხეთის, ყაზბეგის, დუშეთის და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე წინამძღვრიაანთკარში ჩასახლებულ სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კანდიდატის პრესსამსახურიდან აცნობეს, შალვა კერესელიძემ მოსახლეობას ის გეგმები გააცნო, რის განხორციელებასაც ის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, წინამძღვრიაანთკარში ჩასახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს საგზაო ინფრასტრუქტურა მოუწესრიგდათ და ნაწილობრივ მოუგვარდათ სასმელი წყლის მიწოდებაც.

მათი ინფორმაციით, შეხვედრის დროს მოსახლეობამ შალვა კერესელიძეს ბინების რეგისტრაციაში დახმარება სთხოვეს, რაზეც დეპუტატობის კანდიდატისგან მათ დახმარების პირობა მიიღეს.

მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფლების ზაქაროს, ბიწმენდის, ჯიღაურას და გალავნის მცხოვრებლებსაც შეხვდა.