„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სამტრედიის პოლიციის შენობა დატოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სამტრედიის პოლიციის შენობა დატოვა

„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით ზაქარაძემ ორსაათიანი გამოკითხვის შემდეგ პოლიციის შენობა დატოვა. მან მედიასთან ვრცელი კომენტარი არ გააკეთა, თუმცა განმარტა, რომ მასზე ზეწოლა არ მომხდარა.

მისივე თქმით, იარაღი მისი იყო, რომელიც პოლიციას ჩააბარა.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრების ინფორმაცით, მათი თანაგუნდელი ამ დროისთვის სახლში იმყოფება.

მომხდარს "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების დაშინებას უკავშირებს დევი ჭანკოტაძე.

"ნაციონალური მოძრაობის" სამტრედია - წყალტუბო - ხონისა და ვანის მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, მათი აქტივისტი დღეს პოლიციას რამდენიმე უკანონოდ დაკავებული ჰყავდა, რაც მათი აქტივისტების დაშინების მცდელობაა.

შეგახსენებთ, დილით სოფელ გომის თემში "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის სახლი გაჩხრიკეს, პარტიის წევრების თქმით, მათი წევრი საათების განმავლობაში გაურკვეველ ადგილზე ჰყავდათ გადაყვანილი და დაკავებული იყო. დაკავებას არ ადასტურებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.