„ნაცმოძრაობის" ინფორმაციით, სამტრედიაში პარტიის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი დააკავეს

„ნაცმოძრაობის" ინფორმაციით, სამტრედიაში პარტიის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი დააკავეს

სამტრედიაში „ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაციის წევრები ავრცელებენ. მამუკა ბიბილეიშვილის ინფორმაციით, დაკავებულის ოჯახში ჩხრეკა დილით ჩატარდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა მათი წევრი წაიყვანეს.

ბიბილეიშვილის ინფორმაციით, პოლიციელები იარაღს და ნარკოტიკს ეძებდნენ, თუმცა ვერ აღმოაჩინეს. ისინი მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებენ.

დილით დაკავებული დავით ზაქრაძე პოლიციის განყოფილებაში ამ წუთებში მიიყვანეს. ის მედიასთან ვრცელ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა აცხადებს, რომ დაკავება არა ნარკოტიკს, არამედ ჩხუბს უკავშირდება, რომელიც ნაცნობთან მოუვიდა.