რუსთავში ველოსიპედების მაღაზია გაქურდეს

რუსთავში ველოსიპედების მაღაზია გაქურდეს

რუსთავში ველოსიპედების მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა წუხელ მეგობრობის გამზირზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქურდებმა შესასვლელი კარი გატეხეს, მაღაზიიდან ჩაფხუტები და თანხა წაიღეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, დანაშაულში მხილებულია 3 არასრულწლოვანი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.