აჭარის უმაღლესი საბჭო - ჯილდოების შესახებ კანონის პროექტი 14 ხმით დამტკიცებულია

მესამე მომსმენით, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, შენიშვნების გათვალისწინებით დამტკიცდა დავით გაბაიძის მიერ სხდომაზე წარმოდგენილი კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების შესახებ“.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, მიღებული კანონის თანახმად, აჭარაში მოღვაწე განსაკუთრებული დამსახურების მქონე მოქალაქეები ტბელ აბუსერისძის სახელობის პირველი, მეორე და მესამე ხარისხის ორდენით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მედლით დაჯილდოვდებიან.
მათივე ინფორმაციით, კანონი ასევე ითვალისწინებს საპატიო წოდებების შემოღებასაც. დაჯილდოებულთა რაოდენობა კი ლიმიტირებული იქნება.

























