კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 3 აჭარაში გამოვლინდა, აქედან ორი ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 3 აჭარაში გამოვლინდა, აქედან ორი ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 3 აჭარაში გამოვლინდა. აქედან ორი ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება, ხოლო ერთს საბერძნეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 26 ადამიანი მკურნალობს. ექიმის, გია კიკაბიძის თქმით, აქედან ოთხს პნევმონია აღენიშნება.

„გასული 24 საათის განმავლობაში რესპუბლიკურ საავადმყოფოს სამი ახალი ინფიცირებული პაციენტი დაემატა. აქედან ორი არის ახალგაზრდა მამაკაცი, ქობულეთის ცნობილ შემთხვევასთან კონტაქტია. ისინი კაფეს თანამშრომლები არ არიან. ჩივილები არ აქვთ. სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

ერთი არის ასაკოვანი ქალი, რომელიც საკარანტინო ზონიდან გადმოიყვანეს. მასაც ჩაუტარდა ტესტირება და დაუდასტურდა ვირუსი. ჩივილებს არ გამოთქვამს. სამივეს გაკეთებული აქვს ფილტვების კომპიუტერული ტომოგრაფია და პნევმონია არ აღენიშნებათ. საერთო ჯამში დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში არის 26 პაციენტი. აქედან ოთხ პაციენტს აღენიშნება პნევმონია, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, ჩივილების გარეშე", - განაცხადა გია კიკაბიძემ.