სენაკში სახლი გაძარცვეს

სენაკში სახლი გაძარცვეს

სენაკში საცხოვრებელი სახლი გაძარცვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

უცნობია, რისი წაღება შეძლეს მძარცველებმა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ სენაკში მომხდარ ძარცვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს. პოლიცია საგამოძიებო ღონისძიებებს ინტენსიურ რეჟიმში ატარებს“, - განაცხადეს უწყებაში.