ანონსი 17 აგვისტო

ანონსი  17  აგვისტო

17 აგვისტოს, 11:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართება.

მის: გორგასლის ქ. N24

17 აგვისტოს, 11:00 საათზე, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია წყალტუბოში, 140 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობას იწყებს.

მის: თამარაშვილის ქ.N15ა (დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო)

საკონტაქტო: ნიკა ოქრიაშვილი - 595017165

17 აგვისტოს, 11:00 საათზე, საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ფოიეში, ტერიტორიული რეზერვის პროგრამის შესახებ “საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაური, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ტერიტორიულ რეზერვში მიღების დაწყება და საზოგადოებისთვის სარეზერვო სამხედრო სამსახურის პირობებს გააცნობა.

მის: დიმიტრი უზნაძის ქ. N117ა (სამოქალაქო მისაღების მხრიდან)

საკონტაქტო: თეო ჭონიშვილი - 577190087; ნინო ყულოშვილი - 599742241

17 აგვისტოს, 11:00 საათზე "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი კახა კოჟორიძე და საგზაო უსაფრთხოებისა და ავტოსკოლების ასოციაციის თავმჯდომარე, ილია მეკოკიშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: ავტოსაგზაო შემთხვევების უმძიმესი სტატისტიკა და საგზაო უსაფრთხოების რეფორმირება.

მის: სადგურის მოედანი #2

საკონტაქტო: 577624445

17 აგვისტოს, 11:30 საათზე, სამედიცინო ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

17 აგვისტოს, 12:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს.

თემა: მედიკამენტების ფასები

მის: ბოჭორმის 50/18

საკონტაქტო: 555 602 634 ირაკლი გაბისონია

17 აგვისტოს, 14:30 საათზე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელი საქართველოში პიტერ ვიბლერი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანია ცესკოს განახლებულ სასერვერო ინფარსტრუქტურას ოფიციალურად გახსნიან.

მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.

17 აგვისტოს, 18:00 საათზე, ბათუმში "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის დეპუტატობის კანდიდატებს და პარტიულ სიას წარადგენს.

მის: ბათუმის ბულვარი. თეთრი კოლონები. საკონტაქტო: 577624445

17 აგვისტოს, 18:00 საათზე, პოლიტიკური პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს.

მის: ვერის ბაღი

საკონტაქტო: თაკო სანოძე - 558363644

17 აგვისტოს, 20.00 საათზე, „ქართული ოცნება“ მოსახლეობას რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ნინო ლაცაბიძეს წარუდგენს.

წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.

მის: რუსთავი, ცენტრალური პარკი

საკონტაქტო პირები: მიშა ფეიქრიშვილი - 599 45 05 65; ლელა გაბეჩავა - 599 22 74 41