თეთრიწყაროში, სოფელ დვალთაში სახლი დაიწვა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დვალთაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ხანძარი ლიკვიდირებულია, არავინ დაშავებულა. ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა“, - განაცხადეს უწყებაში.
ამასთან თვითმხილველების ინფორმაციით, მეხანზრე-მაშველებმა სახლში ძვირფასეულობა და თანხა იპოვეს, რომელიც უვნებლად გამოიტანეს.

























