ტყიბულში, სოფელ ნაბოსლების მოსახლეობა პრობლემების მოგვარების მოთხოვნით აქციას მართავს

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბოსლების მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივების თქმით, 30 წელია გზის, ბუნებრივი აირის და წყლის გარეშე ცხოვრობენ.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
მათი თქმით, გზის არარსებობის გამო გადაადგილება როგორც ფეხით, ასევე ავტომობილებით უჭირთ, წყალს კი წყაროდან ეზიდებიან.
მოსახლეობა აცხადებს, რომ სოფელში არსებული პრობლემების გამო ადგილობრივების ნაწილმა საცხოვრებელი დატოვა. აქციას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები შეუერთდნენ.

























