კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან ერთი აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან ერთი აჭარაში გამოვლინდა

საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან ერთი აჭარაში გამოვლინდა. ინფიცირებულ ქალს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული სულ 17 ადამიანი მკურნალობს, აქედან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.