აჭარაში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

აჭარაში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

აჭარაში კორონავირუსისგან კიდევ ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 16 ადამიანი მკურნალობს, აქედან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ცნობისთვის, stopcov.ge-ის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 1264 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან გამოჯანმრთელდა 1054 პაციენტი. გარდაიცვალა -17 ადამიანი.