კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან ორი აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის 25  ახალი შემთხვევიდან ორი აჭარაში გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან ორი აჭარაში გამოვლინდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ინფიცირებულები საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ, რომელებსაც გეგმური კვლევა ჩაუტარდათ და კორონავირუსი დადასტურდათ. ერთ-ერთი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას, ხოლო მეორე ინფიცირებული თბილისის კლინიკაში.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 19 ადამიანი მკურნალობს, აქედან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.