კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევიდან 2 აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევიდან 2 აჭარაში გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევიდან 2 აჭარაში გამოვლინდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ინფიცირებული საერთაშორისო გადაზიდვების - სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან.

უწყების ცნობით, ინფიცირებულები თურქეთის მოქალაქეები არიან, რომლებიც მათი სურვილით მკურნალობას სამშობლოში გააგრძელებენ.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 18 ადამიანი მკურნალობს, აქედან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.