ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ხუთი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ხუთი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. „ოპერატიულ შტაბზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 40 პაციენტი მკურნალობს.

დე-ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, ოკუპირებულ რეგიონში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 114 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 37 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 კი - გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეო: ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ხუთი შემთხვევა დადასტურდა