„ენერგო-პრო ჯორჯია“ - ონის რაიონში დაზიანებული ელექტროქსელის აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება

„ენერგო-პრო ჯორჯია“ - ონის რაიონში დაზიანებული ელექტროქსელის აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება

ონის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენითი სამუშაო ინტენსიურად მიმდინარეობს. გუშინ საღამოს დამატებით 5 სოფლის ენერგომომარაგების აღდგენა მოხერხდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„ენერგო-პრო ჯორჯიიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სტიქიის გამო მოწყვეტილ ზონაში, ჭიორას, გლოლასა და ღების მიმართულებით მდგომარეობა საკმაოდ რთულია. თუმცა, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მობილური ბრიგადების ადგილზე გადაყვანა მოხდა ვერტმფრენით. დაზიანების ადგილებში გადატანილია საჭირო მასალებიც.

კომპანიის ტექნიკური სამსახური მუშაობს საგანგებო რეჟიმში, რათა მოახდინოს აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა.