საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ერთი აჭარაში გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ერთი აჭარაში გამოვლინდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრის ინფორმაციით, ინფიცირებულ მამაკაცი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, იგი "ცხელების ცენტრში" იყო მოთავსებული. უწყების ცნობით, მამაკაცს გეგმური კვლევა ჩაუტარდა და კორონავირუსი დაუდასტურდა.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 15 ადამიანი მკურნალობს, აქედან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, პაციენტი ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

























