სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს

სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის, ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, 80-მდე მაშველთან ერთად სამძებრო სამუშაოებში ჩართულია დრონი და ვერტმფრენი.
მათივე ინფორმაციით, ვერტმფრენი დილიდან განაახლებს მუშაობას.
შეგახსენებთ, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში 13 წლის მოზარდის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 19 ივლისს შევიდა.

























