ნინოწმინდა-საღამოს მაგისტრალზე ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა, ერთი ადამიანი დაიღუპა

ნინოწმინდა-საღამოს მაგისტრალზე ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა, ერთი ადამიანი დაიღუპა

ნინოწმინდა-საღამოს მაგისტრალზე ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ფოტოს შემთხვევის ადგილიდან რადიო "ნორი" ავრცელებს.