კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან ერთი აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან ერთი აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან ერთი აჭარაში გამოვლინდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია, რომელსაც გეგმურად შემოწმება ჩაუტარდა და ვირუსი დაუდასტურდა.

ინფიცირებული მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, კლინიკაში 9 ინფიცირებული მკურნალობს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.