ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით თანამდებობას ტოვებს, დღეს განცხადებას გააკეთებს

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით თანამდებობას ტოვებს, დღეს განცხადებას გააკეთებს.
როგორც ბათუმის მერიის პრესსამსახურში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ლაშა კომახიძე დღეს, 14:00 საათზე მედიისთვის განმარტებას გააკეთებს. სავარაუდოდ, ცვლილება შეეხება ბათუმის ვიცე-მერის თანამდებობასაც.
ლაშა კომახიძე ბათუმის მერად 2017 წელს აირჩიეს.

























