მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსისგან ბოლო ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსისგან ბოლო ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში გუდაუთის ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფო ბოლო ორმა პაციენტმა დატოვა, რომლებიც კორონავირუსით იყვნენ დაინფიცირებულები და მკურნალობის კურსს გადიოდნენ. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, სააგენტო „სპუტნიკ-აფხაზია“ იუწყება.

მათივე ცნობით, ბოლო დღე-ღამის მანძილზე, კორონავირუსზე ტესტირებისთვის ბიომასალა 50 ადამიანს აუღეს, რომელთაგან არც ერთს კოვიდ-19 არ დაუდასტურდა.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე კორონავირუსი სულ 38 ადამიანს დაუდგინდა, რომელთაგან 37 გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.