ფოთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ფოთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად ხდება მიყენებული ზარალის დათვლა.
პროცესში ჩართულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური. საცხოვრებელი სახლების ეზოებიდან და პირველი სართულებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები ხორციელდება.
„ქალაქში უკვე დაწყებულია სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. პროცესში ჩართულია მერიის ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. საცხოვრებელი სახლების ეზოებიდან და პირველი სართულიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს. შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც მოსახლეობის ზარალს აღწერს. ყველა სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს,“ - განაცხადა ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა კახა მაშავამ.
შეგახსენებთ, ფოთში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქის რამდენიმე უბანში პრობლემები შექმნა.

























