ექიმის ინფორმაციით, რუსთავში ხარის მიერ დაშავებული ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ექიმის ინფორმაციით, რუსთავში ხარის მიერ დაშავებული ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ხარის მიერ დაშავებული მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ის ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

როგორც “ინტერპრესნიუსს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა, ბავშვს გამოკვლევები ჩაუტარდა, მას მხოლოდ ზედაპირული დაზიანებები აქვს და სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება.

რუსთავში ხარმა ორ ბავშვს დაზიანება მიაყენა, მათგან ერთი - 4 წლის ბიჭი, ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, მეორეს კი ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა.

არსებული ინფორმაციით, ხარი მინდვრიდან მწყემსს გამოექცა.